30 დღეში ხელფასის სამმაგი ოდენობა

2018-06-14 22:55:09

"ინფო რუსთავმა" გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაცია, ხელფასზე და პრემია-დანამატებზე რამდენიმე თვის წინ გამოითხოვა.

გარდაბნის მერიამ საინფორმაციო პორტალს ინფორმაცია დაუმალა და სხვაგან გადაამისამართა, რასაც შემდეგ უკვე სასამართლოში ჩივილი მოჰყვა.

გარდაბნის მერიას მოსამართლე ნინო ონიანმა დაავალა რომ "ინფო რუსთავისთვის" დროულად მიეწოდებინა ის ინფორმაცია რომელსაც თვეებია ითხოვდა.

რას მალავდა რამაზ ბუდარაშვილი თქვენ დეტალურად ცხრილში ნახავთ, თუმცა ცნობისთვის ბუდაღაშვილმა და მისმა მოადგილეებმა მხოლოდ დეკემბრის თვეში ხელფასის ოდენობის თანხა სამჯერ აიღეს რამაც მერის თანამდებობრივი სარგო 10 000 ლარამდე გაზარდა. ჯამში 4 ადამიანს (მერს და მის მოადგილეებს) მხოლოდ დეკემბერში 30 000 ლარზე მეტი აქვს აღებული. აღსანიშნავია რომ მისი წინამორბედი გოჩა ჯამარაული საკუთარ ხელფასს ფონდში რიცხავდა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდა.