გუდაურში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აქედან ერთი მცირეწლოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი კვადროციკლს ერთად მართავდა, რა დროსაც ხევში გადავარდა. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ.ამ დრომდე მიმდინარებს სამაშველო სამუშაოები ცხედრების ამოსაყვანად. გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც სამოგზაუროდ საქართველოში იმყოფებოდნენ.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.