მოკლულია 35 წლის მამაკაცი

2018-06-14 10:32:49

მკვლელობა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც 35 წლის მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.