რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

2017-01-17 17:42:08

რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ფაქტი პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში დაადასტურეს. იმავე დაწესებულებაში მყოფი ერთერთი პატიმრის ადვოკატის კახა შინჯიაშვილი "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გარდაცვლილი კ.ბ.  ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ მოხდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. მომხდარის გამო ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარი შიმშილობს, მათი მთავარი მოთხოვნა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენება და დროული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაა. ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში უარყოფენ, დეტალების შესახებ კი ექსპერტიზის დასკვინის შემდგომ განაცხადებენ.