14:00 საათზე დაგეგმილი აქცია პარლამენტის შენობასთან 18:00 საათისთვის გადაიდო, მიუხედავათ ამისა რუსთაველზე აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს, თუმცა კარავში აქციის მონაწილეებს არ უშვებენ და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.
პარლამენტის კიბეებზე, ისევე როგორც მთელს პერიმეტრზე, პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.