მირზა სუბელიანი დააკავეს

2018-06-09 17:14:28

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წაეყენა ბრალი.
მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა, იგი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა.
მკვლელობის დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.