გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი არასრულწლოვანია, ორი მშობელი და ერთი პედაგოგია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი საავტომობილო გზიდან ხევში გადავარდა. თბილისის 175-ე სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ექსკურსიაზე მიდიოდნენ რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებებით 5 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.