ბუნებრივი აირის სუნი საცხოვრებელ კორპუსებში.

2017-01-16 17:29:30

ბუნებრივი აირის სუნი საცხოვრებელ კორპუსებში. გვერდის მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთახებში ე.წ. „გაზის სუნი“ დილიდან იგრძნობა. ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მასშტაბით გაზის სუნის მომატების მიზეზი, გაზის კორპორაციის მიერ ბუნებრივ აირზე სპეციალური ნივთიერების - ოდორანტის დამატებაა. აღნიშნული ნივთიერების დამატება ბუნებრივი აირის გაჟონვის აღმოჩენის გამარტივების მიზნით ხორციელდება. ოდორანტი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევში თუ მოსახლეობა ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობს, რეკომენდებულია, პრევენციის მიზნით, ცხელ ხაზს - 16 114 ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 112-ზე დაუკავშირდეს.