ზუგდიდში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მოზარდი ფეხბურთს თამაშობდა რა დროსაც დაბლა დაეცა. ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოზარდის გარდაცვალებაში მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. ჰოსპიტალთან მისულმა ნათესავებმა შენობაში შეჭრა სცადეს, მათ ჩაამტვრიეს ფანჯრები და კამათი მოუვიდათ პოლიციელებთან.
საავადმყოფოში კი აცხადებენ რომ - "შემოიყვანეს ბავშვი ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა".