საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.
ამ დროის ინფორმაციით მიწისძვრა 22:40 დაფიქსირდა, თბილისიდან 171 კილომეტრში, აზერბაიჯანის ქალაქ ზაქათალაში. მიწისძვრის ბიძგები 5.1 მაგნიტუდა იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა.