ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილთან, კანცელარიაში მივიდა - "მე კვირიკაშვილსაც კი არ ვუყურებ როგორც ჩინოვნიკს, მე მას ვუყურებ როგორც ადამიანს, ასევე ის პოლიტიკოსებიც არიან ადამიანები. ანგაჟრებული რას ჰქვია, ანგაჟირებულია მაჩალიკაშვილის მამა? მე მოვითხოვე შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შეხვედრა, რა შუაშია პოლიტიკური პარტიები? მაგას თუ უნდა რომ ყველაფერი პოლიტიკურ პარტიებად ჩათვალოს კი ბატონო. მე სიტყვას რომ ვიტყვი მე იმ სიტყვას უკან არ წავიღებ. მე ხალხს მოვუწოდე და არა პოლიტიკოსებს. თვითონ ჩართეს ყველა პოლიტიკოსი და ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ".