დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, 60-70 წლის მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა სტუდენტია. მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო. იგი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.
ინციდენტის მიზეზი და მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.