რას ნიშნავს "კაა"

2018-06-03 15:20:06

ლაშა ცუცქირიძემ, ზვიად კუპრავას თანამებრძოლმა, გუშინ  გვიან საღამოს, რუსთაველზე, აქციის მსვლელობისას დაძახებული “კაა“ სოციალურ ქსელში განმარტა:
„თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავდა ჩემი „კაა“ გაგახსენებთ მულტფილმს, სადაც „კაა“ არის მახჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან მაგრამ მოუწევს. ივანიშვილი არის მახჩობელა“ - დაწერა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ გვიან საღამოს, აქციის მიმდინარეობისას, ზვიად კუპრავა შეკრებილებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ აქცია არ შეწყდებოდა არავითარ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდებოდა მარტოც წაიყვანდა მას. ამ დროს მის გვერდით მდგომმა ლაშა ცუცქირიძემ შემართებით დაიყვირა: „კააა“, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა წარმოშვა.