ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

2018-06-03 12:40:08

სოფელ ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევისას ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი “BMW-ს“ მარკის  ავტომანქანა თბილისი-ბათუმის მაგისტრალის სოფელ ბუკნარის მონაკვეთზე შეეჯახა “ჟიგულის“ მარკის ავტომანქანას , რომელშიც საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი ისხდნენ. ავტომანქანაში მსხდომი ორივე პირი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის მონაწილე “BMW-ს“ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა  და ავარიის შემდეგაც კი ვერ აცნობიერებდა, რაც მოხდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.