ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავი დაიტბორა.
წვიმამ, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე მეტად, მე-7 და მე-8, მე-20, 21-ე, მე19-ე, მე-12-ე, მიკრორაიონები დატბორა.
ასვე პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობა შარტავასა და მეგობრობის გამზირზე, უხვი ნალექის შედეგად მთლიანად დაიტბორა ტაშკენტის, მესხიშვილის, აღმაშენებლის ლეონიძისა და სანაპიროს ქუჩები. იაღლუჯის მთის ფერდობიდან წამოსულმა ნიაღვარმა ეზოები, საცხოვრებელი სახლები და სარდაფი დატბორა.
დიდი ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებს. დაიტბორა ასევე ე.წ სტამბულის ბაზრობა. მოძრაობა იყო შეზღუდული რუსთავი წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალზე.