შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

"წამიყვანეს სასაფლაოებისკენ, ჯიბეში ჩამიდეს ვერცხლი, შენ უნდა გაგიშვა სროკზეო" (ვიდეო).

2017-01-15 14:19:02

გუშინ გვიან ღამით პოლიციამ ვახო ნოზაძე დააკავა და დაკითხვის მიზნით რუსთავის მეორე განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებულის ახლობლები "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავდნენ რომ პოლიცია ნოზაძეს ბრალის აღიარებას სთხოვს და განყოფილებაშიც ამ მიზეზით ჰყავდათ წაყვანილი. ვახო ნოზაძის ადვოკატმა ანი კეკენაძემ აღნიშნა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უშვებდნენ და დაკავებულის დაკითხვა შესაბამისად მის გარეშე მოხდა. თავად დაკავებული 2 საათში გაათავისუფლეს, "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში ის აცხადებს რომ - "წამიყვანეს სასაფლაოებისკენ, გააჩერეს მანქანა და ჯიბეში ვერცხლი ჩამიდეს, შენ უნდა გაგიშვა სროკზეო, შენ გატეხე ეს სახლიო".


შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI