რუსთავში, XVII მიკრო-რაიონში, 2 კვირის წინ მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი დავით გოგოძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "მოზარდის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. პაციენტი უკვე გონზე მოვიდა, ნელ-ნელა უკეთ ხდება, თუმცა ის ისევ რეანიმაციაში რჩება".