რა ვერსიებზე საუბრობენ მეზობლები [video]

2018-05-17 23:57:15

რუსთავში, XVII მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა. "ინფო რუსთავთან" მეზობლებმა პირად საუბრებში ორ ვერსიაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, პირველი ბავშვს არ უნდოდა სკოლაში წასვლა, რის გამოც იკამათა მშობელთან და შემდეგ უკვე მოულოდნელად სიმაღლოდან გადმოვარდა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით მოზარდი კომპიუტერულ თამაშს, ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ნახეთ ვიდეო.

მოზარდის თანატოლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ 11 წლის ბიჭი კომპიუტერული თამაშს თამაშობდა. ვერსიებს არც ადასტურებს და არც უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა აღნიშნავს რომ მათ მოსწავლეს საკმაოდ ყურადღებიანი მშობლები ჰყავს. თავად მოზარდის მშობელი კი "ლურჯი ვეშაპის" თამაშს გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დილის საათებში მოხდა. დაშავებული, მრავლობითი მოტეხილობებით, ფილტვის დაჟეჟილობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.