პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - "მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით, სწორედ ამის გამო გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციაზე, მივსულიყავი იქ გარდაცვლილის მამასთა. გავაკეთე ეს ვიცოდი რომ იყო პროვოკაციები იყო დაგეგმილი, მაგრამ მაინც მივედი. ჩემი იქ მისვლას იქ მდგომმა ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეთებინა განცხადება.
ხვალ დილიდან შსს დაიბრნებს ამ საქმეს და მინისტრი გიორგი გახარია პირადად ჩაუდგება ამ პროცესს რომელსაც გავაკონტროლებ მე.
დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის, სადაც უმცირესობა უმრავლესობის სახით იქნება წარმოდგენილი.
ირაკლი შოთაძემ გადადგაღირსეული ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა, მე დავალება მივეცი იუსტიციის მინისტრს რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით შეიჩეს აღნიშნული კანდიდატურა.
მე ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები რომ ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, მე არცერთი წამით მე ამაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის".