ცოლ-ქმარს ესროლეს

2018-05-31 17:50:25

წერეთლის გამზირზე ცოლ-ქმარს ესროლეს. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უბნის ინსპექტორია, რომელმაც ცოლ-ქმარს იარაღიდან ესროლა. თვითმხილველების ცნობით ამ დროისათვის ეჭმიტანელი დაკავებული არ არის.
მომხდარის მოტივი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო პროკურატურაში აღნიშნულ შემთხვევაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ.
წყარო: Pia.ge