2018-05-31 17:09:37
ზაზა სალარიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველი გიორგი ხაჭაპურიძის მამამ ანტონ ხაჭაპურიძემ, რომლის შვილიც ბათუმში მოკლეს და ასევე გორგი ხვიჩიას მამამ რომლის შვილიც ქობულეთში, სასტუმროში გაჩენლ ხანძარს 2 მცირეწლოვანთან ერთად ემსხვერპლა.
თორნიკე ხვიჩიას მამა - "ზაზა სარალიძე ჩემნაირი ადამიანია და მე გვერდით ვუდგავარ, ამიტომ მოვედი დღეს აქ" - ასე ეხმაურება თორნიკე ხვიჩიას მამა ელგუჯა ხვიჩია ინფო რუსთავთან საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
"3 წელი და 20 დღეა ვებრძვი ამ უსამართლობას, ჯერაც არ არის ჩემი შვილის საქმე დასრულებული, პროკურორები მატყუებენ, ეს შენობა ნაგვითაა სავსე და უნდა გაიწმინდოს"- განცხადა ელგუჯა ხვიჩიამ.
სოლიდარობის მიზნით დღევანდელ აქციას გიორგი ხაჭაპურიძის მამაც შეუერთდა, რომელმაც ინფო რუსთავთან განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელები არარიან დასჯილები და მათ მფარველობენ მაღალი თანმდებობის პირები - განაცხადა ანტონ ხაჭაპურიძემ.