ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე. გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების საქმიანობაში“.