საქართველოში სტუდენტების 24%-ს (48 624 პირს) სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით სტატუსშეჩერებული სტუდენტების 33,5%-ს (16 294 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. ხოლო 65%-ის შემთხვევაში (31 761) სტატუსის შეჩერების მიზეზი უცნობია. დანარჩენ სტატუსშეჩერებულების, ამ გადაწყვეტილების მიზეზებია: ავადმყოფობა (135 სტუდენტი), ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა (223), საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა (211 პირი).
გთავაზობთ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სიას სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სტატუსშეჩერებული სტუდენტი 7 933 ( 30%).
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებული 10 384 (31%).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებულია 7 588 სტუდენტი (34%),
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი – 4 421 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (37%)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებული 1 593 სტუდენტი ( 21%)
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 172 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ( 24%).
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 317 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ( 19%)
წყარო: 1tv.ge