მტკვარში მამაკაცი გადახტა

2018-05-28 23:28:37

თბილისში, ნარიყალის ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე გადახტა და თავი მოიკლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია, თვითმკვლელობის მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. ამ ამბავს თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარსო.

წყარო: imedinews