60 წლის კაცმა 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე იძალადა

2018-05-28 14:14:42

აჭარაში პედოფილიის ფაქტი დაფიქსირდა. 60 წლის მამაკაცმა სამ არასრულწლოვანზე - 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. 138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 141-ე მუხლი კი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მოსამართლე დღეს განიხილავს.