ევროკავშირი საქართველოსთვის დამატებით 40 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ მნიშვნელოვან დღეს დაპატიჟებისთვის პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა
"მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ბატონმა პრემიერმა ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოში დამპატიჟა. ჩვენ დიდი ხანია ერთად მოვდივართ. საქართველო და ევროკავშირი დაკავშირებულნი არიან, როგორც ისტორიულად ასევე ტერიტორიულად. მინდა გამოვაცხადო, რომ 40 მილიონი ოდენობის სახსრები იქნება გამოყოფილი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ჯამში სულ 2014 წლიდან 2018 წლამდე ევროკავშირმა საქართველოსთვის 597 მილიონი დახარჯა. ასევე მიკრო ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირი დამატებით 45 მილიონს გამოყოფს. მე და პრემიერი შევთანხმდით, რომ ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.