ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები რომლებმაც ჯარისკაცებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს .
აღნიშნულის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მზე გვაჭერს, მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა რის შემდეგაც ჯარმა მოედანი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე ფიცი დადეს.
ფოტო: მეტრონომი