ავტომანქანის დალომბარდება აიკრძალება

2018-05-26 12:38:34

ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ავტომობილების და უძრავი ქონების დაგირავება აეკრძალებათ.

ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შემოტანას აღნიშნულ სექტორში. ლომბარდებს გონივრული ვადა მიეცემათ თავიანთი საქმიანობის დასახვეწად.

"არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ამ ცვლილებების მიმართ და 29 მაისს გავმართავ დეტალურ პრეზენტაციას",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ეს ინიციატიცა წარედგინება პარლამენტს.

"ჩვენი სურვილია ძალაში შევიდეს 1 ივლისიდან" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.