საქართველოში ლომბარდის ვალი 609 ათას ადამიანს აქვს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის გამოკვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგების თანახმად, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში კი ჯამში 405,8 მლნ ლარი გაიცა. გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, 3,6% კი იურიდიულ პირებზე მოდის.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ლომბარდებში ყველაზე მეტი მსესხებელი 67,1% თბილისში ფიქსირდება, მას მოსდევს აჭარა 10,1%, იმერეთი 8,4%, სამეგრელო-ზემო სვანეთი 6,1%, ქვემო ქართლი 4,8% და სხვა რეგიონები.
საქართველოში 2017 წლის ბოლოსათვის სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია იყო. მათაგან 55,7% ქ. თბილისში, დანარჩენები კი რეგიონებში მდებარეობს.