ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი [video]

2018-05-25 10:28:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნახეთ ვიდეო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.