რუსთაველი ქალბატონი ისრაელში მოსალოცად წავიდა თუმცა 2 დღე საკანში გაატარა.

2017-01-12 20:54:58

ისრაელში მოსალოცად წასული ქართველები დააკავეს. ინფორმაცია „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელმა მოაწოდა. რუსთავის 57 წლის მკვიდრი, ჩვენთან საუბარში, საზღვარზე მომხდარ დეტალებს იხსენებს. ქალბატონის თქმით, ის და მისი ნათლული ისრაელში შობის დღესასწაულის შესახვედრად და წმინდა ადგილების მოსალოცად მიდიოდნენ, თუმცა ისრაელის საზღვართან მისულებს, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ ისრაელში ტურისტული კომპანიის დახმარებით მიდიოდნენ და თან ჰქონდათ სასტუმროს ჯავშნის, გიდის მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს და ათამდე ქართველთან ერთად დააკავეს. ქალბატონის თქმით, დაკავებულებს 2 დღის განმავლობაში, ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები, ტელეფონები და სხვა საჭირო დოკუმენტები. 2 დღიანი დაკავების შემდეგ კი, უკან, საქართველოში დააბრუნეს. ტურისტულმა კომაპნიამ დაზარალებულს თანხის დაბრუნებაზეც უარი განუცხადა.

შემთხვევის მონაწილე ქალბატონი, ისრაელში წასვლის მსურველებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.