ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადა

2018-05-19 11:53:10

20 მაისს რუსთავი ქართული ენის ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადა, ხვალ, რუსთავში, 22-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება. რეგისტრაციის გავლა მითითებულ საიტზეა Everest.ge  ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ორგანიზატორების განცხადებით, რეგისტრაცია უფასოა. კონკურსი ორტურიანია და მასში პირველი 1 000  დარეგისტრირებული მოსწავლე მონაწილეობს. ფინალური ტური 3 ივნისსაა დაგეგმილი. გამარჯვებულების დაჯილდოვება კი 20 ივნისს გაიმართება და მათ სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემათ, მათ შორის ფასიანი საჩუქრები და სიგელები. ორგანიზატორები პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს მედლებს გადასცემენ.

"ქართული ენის ოლიმპიადა "ევერესტი" პატარა კონკურსანტების, მათი მშობლების და  სკოლის მოსწავლეების დიდი დაინტერესებისა და მოთხოვნის შემდეგ დაიგეგმა. "ევერესტი" ცდილობს მისი სიახლები განსხვავებული იყოს და რაც მთავარია მორგებული იყოს სასკოლო ასაკს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ტრადიცია არ დავარღვიეთ და შევქმენით ქართული ენის ისეთი ტესტები, რომლებიც მორგებულია თითოეული კლასის სასწავლო მასალას. ის ასევე საშუალებას აძლევს კონკურსანტს და მის მშობელს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ და გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან.

ქართული ენის ოლიმპიადა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება, მათ შორის არის რუსთავი. კონკურსი 22-ე საჯარო სკოლაში გაიმართება. ეს განპირობებულია იმით, რომ როგორც ყოველთვის რუსთავი "ევერესტის" ოლიმპიადაში აქტიურად არის ჩართული. ქართული ენის ოლიმპიადაზე რუსთავიდან პატარა კონკურსანტების დაინტერესება დიდია" - განაცხადა ევერესტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა ჭარაქაშვილმა