ნარკოდანაშაულის ფაქტი
2018-05-15 11:05:59

ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შსს-ს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ.ფონიჭალაში დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.