XI მიკრო-რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სტადიონი დაზიანებულია. მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს. "ინფო რუსთავს" ადგილობრივი მცხოვრები შეეხმიანა და მისი წერილის გამოქვეყნება გვთხოვა. ლევან ფილიშვილი - "ეს სტადიონი ისედაც დანგრეული იყო, მერე შეცდომით გადათხარეს, ის გადათხრილი ადგილი კი გააკეთეს მაგრამ რეალურად აქ თამაში შეუძლებელია. სტადიონს არც ღობე აქვს, არც რბილი საფარი და არც ნორმალური კარებები. ბავშვები თამაშის დაწყებამდე თავად აკეთებენ ფიცრებისგან ღობეებს და კარებებთან კარდონებს აფენენ. ვთხოვთ ადგილობრივ მთავრობას რომ იქნებ დაგვეხმაროს და სტადიონი სრულყოფილად შეაკეთოს."