შემთხვევა კოსტავას გამზირზე

2018-05-14 20:45:35

რუსთავში კოსტავას გამზირზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ადგილზე გამოძახებული იყო სასწარფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ გახდა.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.