რუსთავის ბაღებში 4-5 წლის ბავშვების ჩარიცხვა იწყება

2018-05-14 11:56:03

რუსთავის ბაგა-ბაღებში 4-5 წლის ასაკის ბავშვების ჩასარიცხად განცხადებების მიღება 28 მაისიდან დაიწყება.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში ჩაირიცხებიან 17.09.2013 წ-დან 16.09.2014 წლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.

"4-5 წლიან ბავშვთა ბაღებში ჩასარიცხად განცხადებების მიღება მოხდება მაისის ბოლო კვირის განმავლობაში - 28, 29, 30, 31 მაისსა და 1 ივნისს!
წელს ამ ასკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან 17.09.2013 წ-დან 16.09.2014 წლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.
მშობელმა უნდა იქონიოს შემდეგი საბუთები:
1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2.ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
3.2 ფოტო 3/4-ზე
4.ცნობა იუსტიციიდან, რომ ბავშვი რუსთავშია ჩაწერილი (ან დროებითი სამახსოვრო ბარათი, ასევე იუსტიციის სახლიდან, ჩაწერის ცნობის მოტანამდე)
საბუთები მიიღება მერიის პირველ სართულზე 9.00-დან 18.00 საათამდე აღნიშნულ დღეებში.
" - აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.