"ახალგაზრდული კიბერლიგა 2018"

2018-05-13 18:51:37

რუსთავში კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატის საქართველოს ახალგაზრდული კიბერლიგა 2018-ის ქვემო ქართლის შესარჩევი ეტაპი გაიმართა. საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის "GCSF" ორგანიზებით და ააიპ „ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, თამაშები PES 2018-სა და FIFA 18-ში შედგა. მონაწილეობა 10-დან 18 წლამდე მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეულ სახეობაში გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

დღევანდელ ჩემპიონატს ააიპ "ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი და რუსთავის საკრებულოს წევრი დავით იშხნელი ესწრებოდა.