რუსთავში, XIX მიკრორაიონში, რუსთავი მოლის კომპლექსში, ახალი ფიტნეს ცენტრი "MG ფიტნესი" გაიხსნა. ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული პირები, კლუბის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს მიესალმა რის შემდეგაც დარბაზი დაათვალიერებინა. ეს არის დარბაზი მათთვის ვისაც უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე და რაც მთავარია აქ არის ტრენაჟორების დიდი არჩევანი. თქვენ ასევე დაგეხმარებიან გამოცდილი ინსტრუქტორები. ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელი ანა ბედინეიშვილი - "ეს ცენტრი ნამდვილად ყველაზე დიდი დარბაზია რუსთავში, ძალიან ბევრი ტრენაჟორი გვაქვს, მომხმარებელ ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისს." ®
მომხმარებელს შეუძლია 3 პაკეტიდან რომელიმე აირჩიოს, ფასები კი შემდეგია 40 ლარი, 60 ლარი და 80 ლარი. ნახეთ ვიდეო.