ნიჩბოსნობა რუსთავის ცენტრალურ პარკში [VIDEO]

2018-05-12 17:39:42

რუთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსნობაში ჩემპიონატი მიმდინარეობს. რუსთავის ღია პირველობამ კანოე კაიაკში საქართველოს 6 რეგიონის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტურნირში 140-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს გამოვლენილი ფინალისტები კი უკვე ხვალ დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

ღია პირველობის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას ორგანიზებას „სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" უწევს. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე