რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მაისს, 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 5 200 აბონენტს რუსთავში.
შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ლესელიძის,თოდრიას, მეგობრობის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს;
ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება ასევე: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის,წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.