ორმული სამუშაოები განახლდა

2018-05-12 14:00:42

რუსთავში ორმული სამუშაოები განახლდა. ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე ორმოების ამოვსება მიმდინარეობს.

გზის ორმულ შეკეთებას კომპანია "გზატკეცილი+" ახორციელებს. როგორც კომპანის წარმომადგენლები აცხადებენ, ორმული შეკეთების სამუშაოები 18 მაისამდე უნდა დასრულდეს.