გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 12 – 14 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 12 – 13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, 14 მაისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 12 – 13 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 მაისი +18°C, 13 მაისი +21°C, 14 მაისი +25°C, 15 მაისი +25°C.