რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

2018-05-11 17:43:18

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.

ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დელეგატებს სიტყვითაც მიმართა რის შემდეგაც მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი განმარტა.

"საქართველო, ქართველი ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და მომავალი - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მე პოლიტიკაში დავბრუნდი , კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ხალხის ნდობის არ ქონის გამო ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას, ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციას ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს. ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული სახის დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულ და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს "- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა