რუსთავის საკალათბურთო დარბაზში "რუსთავმა" "ბათუმს" უმასპინძლა.
რუსთაველები თავიდანვე დაწინაურდნენ და პირველ ნახევარში მოწინააღმდეგეს უკვე 21 ქულით ასწრებდნენ. ამან კალათბურთელებზე გარკვეული გავლენა მოახდინა და თითქოსდა გათამამდნენ. "რუსთავი" მეორე ნახევარში ოდნავ მოდუნდა, სამაგიეროდ ბათუმელებმა მოუმატეს ტემპს და ბოლო წუთებში საკმაოდ შეამცირეს სხვაო. საბოლოოდ რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ტაბლოზე ანგარიში 78:69 დააფიქსირა.
რუსთაველები სუპერლიგის ნახევარ ფინალში გადავიდნენ სადაც ქუთაისის "ქუთაისს" დაუპირისპირდებიან.