მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-05-10 23:11:19

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 11 – 12 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

 

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 მაისი +20°C, 12 მაისი +22°C, 13 მაისი +23°C, 14 მაისი +25°C.