მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, მტკვარში ათობით მკვდარი ცხოველი ყრია. "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გადაიღო ის დაბინძურებული ტერიტორია სადაც დახოცილი ცხოველების ნეშთები ყრია.
"ინფო რუსთავი"-სთვის ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული დაავადებებით დაიხოცნენ ცხოველები თუ ვინმემ მოკლა და შემდეგ მტკვარში ჩაყარა. მეთევზეები პირად საუბრებში აცხადებენ რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სიტუაცია ახალი არაა. ნახეთ ვიდეო.