რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გაიმართა.
ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიაწოდა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სკოლის დირექტორები,მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და ქალაქის მერი ირკლი ტაბაღუა ესწრებოდნენ.
"მანდატურის სამსახურის რეფორმა არის ერთერთი და არა ერთადერთი ცვლილება რომელიც განხორციელდება სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით, იცვლება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება ემატებათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპონენტი ზოგადად სკოლაში საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის მიმართებაში, მკაცრდება და უფრო მაღალი მოთხოვნები იქნება წაყენებული აკადემიური მომზადების თვალსაზრისით ,მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, გარდა ამისა იცვლება იერარქიული მართვის პრინციპები"- განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა