რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 მაისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება რუსთავის აბონენტების ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩას, სამგორის ქუჩას, ჯავახიშვილის ქუჩას, ბალანჩივაძის ქუჩას და 1 მაისი ქუჩას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.