მოსწავლეებმა ხეები მორწყეს

2018-05-08 15:41:08

თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფ ზოლში, #24 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა შავი ფიჭვის და კიპარისის ნერგები მორწყეს.

ბავშვებთან ერთად, ნერგები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემაც მორწყეს.

აქცია საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, მერიის ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელშეწყობით გაიმართა.

თბილისის ქუჩის შუა გამყოფ ზოლში, 600 ძირი შავი ფიჭვის და 100 კიპარისის ნერგი გასული წლის შემოდგომაზე დაირგო. გამწვანების აქციას რუსთავის მერიც შეუერთდა და #24 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებთან ერთად, ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.