გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომლის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში). ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 8 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 მაისი +28°C, 9 მაისი +26°C, 10 მაისი +27°C, 11 მაისი +25°C.